ჩვენ შესახებ

VINCO - ადგილობრივი სპეციალისტები

V I N C O იდეის დონეზე გაჩნდა 2019 წელს, ხოლო მისი ონლაინ პრეზენტაცია შედგა 2020 წლის დასაწყისში.

ჩვენ გთავაზობთ ყველაზე სწრაფს, ყველაზე ადვილს და ყველაზე გონიერ გზას, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთს:

1. მას, ვისაც შეუძლია საქმის კეთება, არის თავისი საქმის სპეციალისტი, უყვარს თავისი საქმე და მზად არის აიყვანოს თავისი ბიზნესი ახალ დონეზე

2. მას, ვისაც სჭირდება ასეთი სპეციალისტის დახმარება.

V I N C O არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს სპეციალისტებს და მომხმარებლებს მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

თუ თქვენ ხართ თქვენი საქმის სპეციალისტი (მლესავი, მღებავი, მშენებელი, პროგრამისტი, სტილისტი, ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, დურგალი, IT-სპეციალისტი დ ა.შ.), თუ თქვენ მზად ხართ, რომ მიიღოთ უფრო მეტი შეკვეთა, ვიდრე აქამდე მიგიღიათ, მაშინ დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენს ცნობადობას, რაც დადებით გავლენას იქონიებს თქვენს ბიზნესზე, შეკვეთების რაოდენობაზე და მოცულობაზე. ეს ძალიან მარტივია, თანაც უფასო. საიტზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.

თუ თქვენ გაქვთ საქმე, რომელსაც მარტო ვერ უმკლავდებით (მაგალითად, სამზარეულოში ახალი ნიჟარის და ონკანის დაყენება; სახლის სახურავის შეცვლა; ან იქნებ ლამინატის დაგება გინდათ მისაღებ ოთახში, ან სახლის ელექტროგაყვანილობის გამოცვლა და ა.შ), თუ თქვენ გჭირდებათ სპეციალისტის კონსულტაცია და დახმარება, მაშინ დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე. ეს შესაძლებლობას მოგცემთ გამოაქვეყნოთ სამუშაო და სწრაფად მიიღოთ აქ რეგისტრირებული სპეციალისტების დახმარება. ამის გარდა თქვენ პირადად შეგიძლიათ აირჩიოთ სპეციალისტი, რომელიც აქ არის რეგისტრირებული და მოიწვიოთ ის თქვენი სამუშაოს შესასრულებლად.

 

 

ბანკის სახელი ანგარიშის სახელი ანგარიშის ნომერი შიდა ნომერი IBAN BIC/Swift
TBC micro GE76TB7601945061100072 - GE76TB7601945061100072 TBCBGE22