ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ ვართ თქვენთან ახლოს

კითხვები?

აქ გვერდზე პასუხები გაცემულია ყველა ის შეკითხვაზე, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს ჩვენი საიტის მომხმარებლებს. თუ თქვენ აქ ვერ ნახეთ პასუხი თქვენს შეკითხვაზე, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი საკონტაქტო ფორმით და მოგვწეროთ თქვენი შეკითხვა.  ​

რა არის Vinco და რას სთავაზობს ის მომხმარებელს?

vinco.ge (ლათ. vinco – გამარჯვება) ქართულ ინტერნეტ სივრცეში არის გამორჩეული ონლაინ პლატფორმა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ სერვისს.

vinco.ge სთავაზობს თავის მომხმარებელს ძალიან მოქნილ თანამედროვე და ეფექტურ სერვისს, რომელიც ამარტივებს და აუმჯობესებს საქმიან ურთიერთობებს მომხმარებელს და სპეციალისტებს შორის. მომხმარებელს და სპეციალისტს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს სახლიდან გაუსვლელად.

vinco.ge უადვილებს მომხმარებელს და სპეციალისტს საქმის კეთებას, რადგან ისინი ადვილად მოძებნიან ერთმანეთს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს საიტზე რეგისტრირებული სპეიალისტი და დაუკავშირდეს მას, გაუგზავნოს მას მოწვევა სამუშაოს შესასრულებლად. ასევე სპეციალისტს შეუძლია აირჩიოს წარმოდგენილი სამუშაოებიდან მისთვის მისაღები სამუშაო, დაუკავშირდეს მას და გაუგზავნოს მომხმარებელს (სამუშაოს გამომქვეყნებელს) განაცხადი სამუშაოს შესრულებაზე.

vinco.ge აკავშირებს მომხმარებლებს და სპეციალისტებს, აძლევს მათ თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ჩვენს საიტზე წარმოდგენილია ორი მხარე: სპეციალისტები და მომხმარებლები.

ერთ მხარეს (მომხმარებელს) რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია გამოაქვეყნოს სამუშაო, რომელიც მას უნდა, რომ შესრულდეს, თან დაურთოს მას დეტალური აღწერა, რა არის გასაკეთებელი, სად, როდის და რა ვადებში და რა ფასად. თან შეუძლია დაურთოს ასევე სურათები ან ვიდეო, რომლებიც ასახავენ გასაკეთებელი საქმის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაც დარეგისტრირებულ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ და სწორად შეაფასონ არსებული მდგომარეობა.

მეორე მხარეს (სპეციალისტებს) ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის შემდეგ გამოაქვეყნონ ინფორმაცია საკუთარი პროფილის, გამოცდილების, განათლების და უკვე შესრულებული საქმეების შესახებ.  თან დაურთონ საკუთარი სურათი, საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ვიდეო და სურათები.

რეგისტრირებული სპეციალისტები და მომხმარებლები ხედავენ ერთმანეთს, დაინტერესების შემთხვევაში ორივე მხარეს შეუძლია დაუკავშირდეს ერთმანეთს და დაიწყონ საქმიანი ურთიერთობები.

სპეციალისტს შეუძლიათ შესთავაზოს მომხმარებლებს გამოქვეყნებული საქმის შესრულება და თანხმობის მიღების შემდეგ შეუდგეს საქმის შესწავლას და შესრულებას.

მომხმარებელს შეუძლია გამოაქვეყნოს ის საქმე, რომელიც მას აქვს და დაელოდოს სპეციალისტების მხრიდან ინტერესის გამოხატვას.  მომხმარებელს ასევე შეუძლია საქმის გამოქვეყნების შემდეგ აღარ დაელოდოს სპეციალისტების მხრიდან ინტერესის გამოხატვას და პირადად მიმართოს სასურველ სპეციალისტს, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე, და მოიწვიოს ის ამ საქმის გასაკეთებლად.

ვის შეუძლია დარეგისტრირდეს?

დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც ეთანხმება ჩვენს წესებს და პირობებს. ფიზიკური პირი უნდა იყოს 18 წლის ან მეტის.

კითხვები  ასევე გამოგვიგზავნეთ ჩვენ საკონტაქტო მისამართზე: info@vinco.ge

ბანკის სახელი ანგარიშის სახელი ანგარიშის ნომერი შიდა ნომერი IBAN BIC/Swift
TBC micro GE76TB7601945061100072 - GE76TB7601945061100072 TBCBGE22