როგორ მუშაობს ეს?

მოდით ერთად ვნახოთ როგორ მუშაობს ეს. ამისთვის აირჩიეთ თქვენი სტატუსი

გახდით ჩვენი პროექტის მონაწილე

რეგისტრაცია

თუ თქვენ ხართ თქვენი საქმის სპეციალისტი, თუ დაინტერესებული ხართ მიიღოთ მეტი შეკვეთა და აიყვანოთ თქვენი ბიზნესი ახალ დონეზე, აირჩიეთ პრემიუმ ან უფასო პაკეტი და შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა. პრემიუმ პაკეტი არის საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ რეიტინგზე და მომავალ შეკვეთებზე. უფასო პაკეტით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა მოკლე ვადით გაეცნოთ ჩვენი საიტის მუშაობას და შეაფასოთ მისი ეფექტურობა.

თქვენი პროფილი

საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ავტომატურად გაგეხსნებათ თქვენი პროფილის გვერდი. ეს არის თქვენი მინი საიტი, რომელიც თქვენ წარმოგაჩენთ, როგორც სპეციალისტს. ატვირთეთ სურათები, აჩვენეთ თქვენი გაკეთებული საქმეები, თქვენი უნარები და შეფასებები, რომელიც მიგიღიათ. ეს მონაცემები გამოჩნდება Google-ს საძიებო სისტემის შედეგებში და ამიტომ ეს საიტი არის შესანიშნავი შანსი თქვენთვის  რეკლამა გაუწიოთ საკუთარ თავს.

მიიღეთ სამუშაო

დაათვალიერეთ გამოქვეყნებული სამუშაო

უბრალოდ შედით თქვენს პროფილში ან, უფრო უკეთესი, შედით სამუშაოთა ჩამონათვალში და შეიტანეთ განაცხადი ღია სამუშაოზე თქვენს კატეგორიაში.

დაელოდეთ გადაწყვეტილებას

წაიკითხეთ ღია სამუშაოების აღწერილობა, რათა დარწმუნდეთ, რამდენად მისაღებია ის თქვენთვის.  როდესაც წაიკითხავთ ღია სამუშაოების აღწერილობას და დარწმუნდებით, რომ ნახეთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს კვალიფიკაციას, შეიტანეთ განაცხადი ამ სამუშაოს შესრულებაზე. თქვენს განაცხადს გაეცნობა მომხმარებელი. მომხმარებელი არის ის, ვინც ეძებს სპეციალისტს კონკრეტული საქმის (პროექტის) გასაკეთებლად. განაცხადის გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად მას დასჭირდება დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ და ამიტომ მომხმარებელი აუცილებლად დაათვალიერებს თქვენს პროფილს და ნახავს ყველა სურათს და ჩანაწერს, მათ შორის თქვენს გამოცდილებას  და სხვა მომხმარებლების შეფასებებს. თქვენი პროფილის დათვალიერების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს გადაწყვეტილებას შემოგთავაზოთ თუ არა ეს სამუშაო თქვენ. ამიტომ თქვენს ინტერესებშია, რომ თქვენი პროფილი, როგორც თქვენი სავიზიტო ბარათი, იყოს საუკეთესო ვიზუალის და შინაარსის თვალსაზრისით.

გააკეთეთ შეთავაზება

დაუკავშირდით დამსაქმებელს და გაუკეთეთ შეთავაზება

თუ მომხმარებელმა მის სამუშაოსთვის აგარჩიათ თქვენ, მაშინ შეუთანხმეთ მას შეხვედრის დრო და ადგილი, რომ დაელაპარაკოთ დეტალებზე.  დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ შევამოწმებთ ყველა მითითებულ ტელეფონის ნომერს, რომ გამოვრიცხოთ შეცდომები. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია სამუშაოს შესახებ და შეუთანხმდით ვადებზე და ანაზღაურებაზე.

სამუშაოს შესრულება, შეფასების მიღება და მეტი სამუშაოს პერსპექტივა

თუ მომხმარებელმა თქვენ აგირჩიათ, გაემგზავრეთ ადგილზე და დაგეგმეთ სამუშაო.  როდესაც დაასრულებთ სამუშაოს, მომხმარებელი შეგაფასებთ თქვენ ხარისხის, საიმედოობის და გადახდილი ფასის მიხედვით. შეაგროვეთ მეტი მაღალი შეფასება, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დიდ პროექტებში გასამარჯვებლად.

მომხმარებელი

ვინ არის მომხმარებელი?

მომხმარებელი არის ის ადამიანი, ვისაც ესაჭიროება სპეციალისტის დახმარება.  თუ გაქვთ რამე გასაკეთებელი,  თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ სად ნახოთ სპეციალისტი? ვის მიმართოთ? რომელია კარგი სპეციალისტი? რომელია სანდო? რომელი მუშაობს იაფად? უბრალოდ დარეგისტრირდით ჩვენთან როგორც მომხმარებელი.

რეგისტრაციის შემდეგ გამოაქვეყნეთ თქვენი განაცხადი, რომელშიც აღწერილი იქნება ის საქმე, რომელიც გასაკეთებელია.  ამ განაცხადს ნახავენ სპეციალისტები, რომლებსაც გავლილი ექნება რეგისტრაცია ჩვენთან, და ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია, ის დაგიკავშირდებათ. თქვენ მიიღებთ მათგან საქმიან შეთავაზებას. იქნებ თქვენ  ახალი ავეჯის შეძენა და ადგილზე მიტანა გსურთ? იქნებ სარემონტოა თქვენი სამზარეულო ან აბაზანა? იქნებ ფანჯრებია შესაცვლელი? ან ლამინატია დასაგები? იქნებ თქვენ სახლს სახურავი აქვს შესაცვლელი? ან იქნებ კომპიუტერის პრობლემა შეგექმნათ? სპეციალისტებმა უნდა მიიღონ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შეაფასონ საკუთარი კვალიფიკაცია და თქვენი მოთხოვნები. რაც მეტი იქნება დეტალები, მით უფრო უკეთესია.

შეთავაზებების მიღება

შერჩევა და შეთავაზების მიღება

დაათვალიერეთ სპეციალისტის პროფილი და გაეცანით მის რეიტინგს და შეფასებებს. ყველა შეფასება მის გვერდზე გაკეთებულია სხვა მომხმარებლებისგან, რომლებმაც ის ჩვენი საიტის დახმარებით მათი სამუშაოს შესასრულებლად შეარჩიეს და შემდეგ, უკვე სამუშაოს დასრულების შემდეგ, შეაფასეს.

სამუშაოს დასრულება

ყველაფერი გაკეთებულია

როდესაც სპეციალისტი დაასრულებს სამუშაოს, შეაფასეთ ის ხარისხის, საიმედოობის და ფასისი მიხედვით. თქვენი შეფასება დაეხმარება სხვა მომხმარებლებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტ შეფასებას მიიღებს სპეციალისტი, მით უფრო ადვილი იქნება საუკეთესო სპეციალისტის არჩევა.

ბანკის სახელი ანგარიშის სახელი ანგარიშის ნომერი შიდა ნომერი IBAN BIC/Swift
TBC micro GE76TB7601945061100072 - GE76TB7601945061100072 TBCBGE22