წესები და პირობები

ბოლო განახლება: 11.04.2020

წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე. VINCO.ge გთავაზობთ მომსახურებას ქვემოთ მოცემულ წესებით და პირობებით. თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებს და პირობებს. გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე ყურადღებით. ​

კონფიდენციალურობა

გთხოვთ ასევე გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ასევე არეგულირებს თქვენს მომსახურებას ჩვენს საიტზე.

ელექტრონული კომუნიკაცია

როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი საიტის მომსახურებით ან გვიგზავნით ელექტრონულ წერილს, თქვენ შემოდიხართ ჩვენთან ელექტრონულ კომუნიკაციაში. თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ ჩვენგან ელექტრონული შეტყობინება და ეთანხმებით იმას, რომ ყველა წერილი ან შეტყობინება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, აკმაყოფილებენ ყველა იმ იურიდიულ მოთხოვნას, რომელიც ახასიათებს წერილობით კომუნიკაციას.

საავტორო უფლება

ამ საიტის მთელი კონტენტი ტექსტების, გრაფიკის, ლოგოების, სურათების ჩათვლით არის VINCO.ge -ს ან მისი კონტენტის მომწოდებელი პარტნიორების საკუთრება, რომელიც დაცულია საერთაშორისო კანონით საავტორო უფლებების შესახებ.

სავაჭრო ნიშანი

VINCO.ge-ს სავაჭრო ნიშანი და საფირმო სტილი არ შეიძლება გამოყენებული იყოს იმ პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც არ არის  VINCO.ge, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მომხმარებლებში გაურკვევლობა, VINCO.ge-ს სახელის ან საქმიანობის დისკრედიტაცია. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, რომელიც არის ან იქნება წარმოდგენილი ჩვენს საიტზე, არის შესაბამისი მფლობელების საკუთრება, რომლებიც არიან ან არ არიან კავშირში VINCO.ge-სთან ან მის პარტნიორებთან.

ლიცენზია და საიტზე წვდომა

VINCO.ge გთავაზობთ შეზღუდულ ლიცენზიას ამ საიტის წვდომაზე და პირადი მიზნებისთვის გამოყენებისთვის. ამ ლიცენზიით მომხმარებელს უფლება არ აქვს შეცვალოს საიტის დიზაინი ან პროგრამა, თუ ამაზე არ ექნება ჩვენი წერილობითი თანხმობა. ეს ლიცენზია არ ითვალისწინებს ამ საიტის სახელის ან კონტენტის გაყიდვას ან კომერციულ გამოყენებას მის შინაარსის: სურათების, პერსონალურ მონაცემების, აღწერილობის, კომენტარების, ფასების და სხვა.

მომხმარებელს უფლება ეძლევა გამოიყენოს ამ საიტის ბმული (მაგ. vinco.ge), თუ ის არ წარმოაჩენს ჩვენს საიტს, მის კონტენტს დამახინჯებულ, უატყოფით ჭრილში. ეს საიტი ან მისი ნებისმიერი ნაწილი არ შეიძლება იყოს დუბლირებული, რეპროდუცირებული, კოპირებული, გაყიდული ან სხვა ფორმით რომელიმე კომერიული მიზნისთვის გამოყენებული VINCO.ge -ს წერილობითი  ნებართვის გარეშე. თქვენ არ გაქვთ უფლება წერილობითი ნებართვის გარეშე გამოიყენოთ მეთა-თეგები ან სხვა დამალული ტექსტი, რომელიც იყენებს VINCO.ge -ს სახელს ან მარკას. ყოველი არაავტორიზებული გამოყენება აჩერებს საიტის მიერ გაცემული ლიცენზიის ან ნებართვის მოქმედებას. თქვენ გეძლევათ შეზღუდული არაექსკლუზიური უფლება შექმნათ ჰიპერლინკი ჩვენს საიტზე, თუკი ის ჩვენი საიტის, ჩვენი პროდუქრის, ჩვენი პარტნიორების ან მათ პროდუქტს ან მომსახურებას არ წარმოადგენს არასწორ, დამახინჯებულ ან ყალბ  ფორმით. თქვენ არ შეგიძლიათ წერილობითი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ  საიტის ლოგო ან რომლიმე სხვა დაცული სავაჭრო ნიშანი ან გრაფიკა როგორც ამ ლინკის ნაწილი.

თქვენი რეგისტრაცია

თუ თქვენ სარგებლოთ ჩვენი საიტის მომსახურებით, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი სააღრიცხვო მონაცემების და პაროლის შენახვაზე, ასევე თქვენს კომპიუტერზე წვდომაზე. თქვენ თანახმა ხართ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა იმ მოქმედებაზე, რომელიც განხორციელდება თქვენი სახელით და პაროლით.  თუ თქვენ ჯერ არ შეგისრულდათ 18 წელი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი საიტის მომსახურებით მხოლოდ თქვენი ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის მონაწილეობით. VINCO.ge და ჩვენი პარტნიორები უფლებას ვიტოვებთ უარი გითხრათ მომსახურებაზე, გავაუქმოთ რეგისტრაცია, წავშალოთ კონტენტი ან მოვახდინოთ მისი რედაქტირება, თუ დარღვეული იქნება ჩვენი საიტის მოთხოვნები.

კომენტარები, შეფასებები, ელ.წერილები და სხვა კონტენტი

მომხმარებელს უფლება აქვს გამოაქვეყნოს შეფასებები, კომენტარები, გამოაგზავნოს ელ.წერილები, შეკითხვები, იდეები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იქნება შეურაცხმყოფელი, არალეგალური, უკანონო, მუქარის შემცვლელი, არ ეწევა დისკრედიტაციას, არ არღვევს კონფიდენციალურობას და ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, არ შეიცვს პროგრამულ ვირუსებს, რეკლამას, პოლიტიკურ კამპანიას ან სხვა ნებისმიერი ფორმის სპამს, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანომდებლობას.   თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ყალბი e-mail მისამართი, ფიზიკური ან იურიდიული პირის ყალბი სახელი და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს.  VINCO.ge  უფლებას იტოვებს (არა ვალდებულებას) წაშალოს ან რედაქტირება მოახდინოს ასეთი კონტენტის, მაგრამ ჩვენ არ ვახორციელებთ კონტენტის მუდმივ კონტროლს. თუ თქვენ განათავსებთ ან გამოაგზავნით კონტენტს, თქვენ უფლებას აძლევთ  VINCO.ge-ს და მის პარტნიორებს გამოიყენოთ ის უვადოდ, უფასოდ, მოახდინოს მისი გადათარგმნა, რედაქტირება, ტირაჟირება და გავრცელება ნებისმიერ დროს და ფორმით ნებისმიერ მასმედიაში.  თქვენ შესაძლებლობას აძლევთ VINCO.ge-ს და მის პარტნიორებს გამოიყენონ ის სახელი, რომელსაც თქვენ კონტენტში მოუთითებთ. თქვენ გარანტიას იძლევით, რომ გაგაჩნიათ უფლება კონტენტზე და ის, რასაც აქვეყნებთ, ზუსტი ინფორმაციაა და შეესაბამება თქვენს უფლებას ამ კონტენტზე, და რომ ამ კონტენტის გამოქვეყნებით არც ფიზიკურ, არც იურიდიულ პირს არ მიადგება ზიანი, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი გამოვლინდება, თქვენ  აუნაზღაურებთ VINCO.ge-ს და მის პარტნიორებს მიყენებულ ზარალს. VINCO.ge არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელსაც თქვენ გამოაქვეყნებთ, მაგრამ უფლება აქვს გააკონტროლოს და წაშალოს ის მასალა, რომელიც არღვევს ამ წესებს.

რისკები

ჩვენი საიტის ყველა მომხმარებელი საკუთარ თავზე იღებს იმ რისკების განსაზღვრას და მათ მართვას, რომლებიც წარმოიქმნება სპეციალისტებს და მომხმარებლებს შორის დადებული ხელშეკრულების, მათ შორის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ხარისხის და დროულობის გათვალისწინებით. VINCO.ge არ იღებს პასუხისმგებლობას სპეციალისტს და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე, არ აკონტროლებს არცერთ დადებულ ხელშეკრულებას და არ უწევს რეკომენდაციას რომელიმე მხარეს, არ იღებს პრეტენზიებს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე, მით უმეტეს ანაზღაურების საკითხების მოგვარებაზე.

ინფორმაციის სიზუსტე

VINCO.ge ცდილობს იყოს მაქსიმალურად ზუსტი, მაგრამ ჩვენ  გარანტიას ვერ მოგცემთ იმაზე, რომ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის აქტუალური, ზუსტი, უშეცდომო და უტყუარი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ან გადავამოწმოთ ყოველი აქ გამოქვეყნებული კონტენტის დეტალი და სიზუსტე, მაგრამ VINCO.ge იტოვებს უფლებას ასეთი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, წაშალოს ის ან მისი რედაქტირება მოახდინოს გაფრთხილების გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობა

VINCO.ge-ს მომსხურებით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ყველა დავა, თუ ასეთი  გაჩნდება თანამშრომლობის შედეგად, განხილული იქნება საქართველოში და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

საიტის პოლიტიკა, ცვლილებები

VINCO.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს განახორციელოს ცვლილებები ამ საიტზე, მათ შორის ამ წესებში და პირობებში. ყველა მომხმარებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ახალი წესებით მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ. ახალი წესები ან ამ წესებში ცვლილებების შეტანა, თუ ასეთის შემუშავების საკითხი დადგება, არ გაუარესებს და არ შეზღუდავს უკვე რეგისტრირებული მომხმარებლების უფლებებს.

კითხვები?

კითხვები, რომლებიც უკავშირდება ამ წესებს და პირობებს, ასევე  კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გამოგვიგზავნეთ ჩვენ საკონტაქტო მისამართზე: info@vinco.ge


პასუხები შეიძლება აქაც მოიძებნოს:  FAQ

ბანკის სახელი ანგარიშის სახელი ანგარიშის ნომერი შიდა ნომერი IBAN BIC/Swift
TBC micro GE76TB7601945061100072 - GE76TB7601945061100072 TBCBGE22